English Georgian
 
სამომავლო პროექტები / ბიზნესცენტრი - მელიქიშვილის გამზირი №47-49
ბიზნესცენტრი - მელიქიშვილის გამზირი №47-49

კატეგორია:  A კლასი
მშენებლობის დაწყების თარიღი: 2008 წლის სექტემბერი
მშენებლობის დასრულების თარიღი: 2010 წლის დეკემბერი
სამშენებლო ფართი: 10 000 კვ.მ.
სართულების რაოდენობა: 9
ავტორი: გიორგი ნონიკაშვილი

 
ტერიტორია, სადაც დაგეგმილია იბერია ბიზნესცენტრის მშენებლობა, მდებარეობს  თბილისის ისტორიულ ვერეს უბანში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ვარაზის ხევის გადაკვეთაზე. მის უშუალო სიახლოვეს განთავსებულია ისეთი არქიტექტურული ძეგლები, როგორიცაა მოპირდაპირე მხარეს მდებარე №1 ღვინის ქარხნის შენობა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი.
 
ვერეს ამ ნაწილში XX საუკუნის 20-იანი და, ძირითადად, 50-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების მშენებლობა. მათი განაშენიანების ისტორიულ-სოციალური და არქიტექტურული წინაპირობები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან. შესაბამისად, უბნის განაშენიანების დღევანდელი სახე საკმაოდ კონტრასტულია.
 
საპროექტო ტერიტორიაზე „იბერია“ თანამედროვე არქიტექტურული ფორმების მქონე შენობის აგებას ისახავს მიზნად. შენობა 9-სართულიანია, რაც ორგანულად ეწერება არსებულ გარემოში და ერთგვარად ფარავს მის უკან მიმდებარე მრავალსართულიან უსახურ სახლებს. შენობა შემოისაზღვრება 4 მეტრი სიღრმის ტროტუარით. შენობის პირველი ორი სართული და დიდი ვიტრაჟები განსაკუთრებით მომხიბვლელი იქნება მსხვილი სავაჭრო ბრენდებისთვის.
 
შენობას ექნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, გარემოს ამრეკლავი მინის ფასადი, რომელიც შიდა სივრცეში მიმდინარე ბიზნესცენტრის ცხოვრებასა და ტემპს გარედან თვალსაჩინოს გახდის. ის მოპირკეთდება გერმანული კომპანია SCHUCO-ს მინის საფასადე და ჟალუზების სისტემით.
 
მელიქიშვილის გამზირიდან, შენობის ცენტრალური შესასვლელიდან, ვხვდებით ჰოლში, სადაც 15 მეტრის სიღრმეზე ორივე მხარეს გათვალისწინებულია სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. ბიზნესცენტრში დამონტაჟდება უმაღლესი ხარისხის პანორამული ლიფტები.
 
შენობის ბოლო ორი სართული გარე პერიმეტრიდან შეწეულია შიგნით. მიღებული ტერასა გამწვანდება ნატურალური ხეებით. შენობას ექნება მიწისქვეშა ავტოსადგომები, რომელთათვისაც  ვარაზის ხევის მხრიდან მოეწყობა შესასვლელი, ხოლო ამავე დონიდან გამოსასვლელი ფასანაურის ქუჩაზე.
 
შენობის სტრატეგიული მდებარეობა, თანამედროვე არქიტექტურა და შიდა სივრცეები მიიზიდავს როგორც ბიზნესის, ასევე კომერციულ და სავაჭრო სექტორს.
 
ბიზნესცენტრი იბერიას მფლობელობასა და მმართველობაში დარჩება.
1
2
3
4
5
6
7
8
9
Video
top